$2 200 ა.შ.შ. დოლარი

შეუდარებელი სიზუსტე
მაღალი სიზუსტე დახრის დროსაც
RX2 ინარჩუნება 1 სმ სიზუსტის დონეს დიდი დახრილობის შემთხვევაშიც. იდეალურია კედლებთან, დახრილ ფერდობებზე და შეზღუდულ სივრცეებში მუშაობისათვის, არ არის საჭირი ჭოკის გასწორება თარაზოში.
კალიბრაცია არ არის საჭორო
დახრის სენსორი აქტიურდება მოკლე სიარულის შემდეგ, დამატებითი მანიპულაციის ან კალიბრაციის გარეშე.

თავსებადია Esri-თან და სხვა GIS-აპლიკაციებთან.
მოახდინეთ ინტეგრაცია მაღალსიზუსტიანი GPS მონაცემების თქვენს ჩვეულ სამუშაო პროცესში. RX2 იდეალურად შეეფერება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის, საქალაქო დაგეგმარებისთვის, ციფრული ტყუპების შექმნისთვის, წყლის რესურსების მართვისთვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის და მრავალი სხვა ამოცანისთვის.
Apple MFi სერტიფიკატის წყალობით, RX2 მარტივად და საიმედოდ უერთდება iPhone-სა და iPad-თან. ასევე შეუფერხებლად მუშაობს Android მოწყობილობებთან.
RX2 მხარს უჭერს მონაცემთა შეგროვების ყველა პოპულარულ აპლიკაციას, მათ შორის ArcGIS Field Maps-ს, QField-ს, Survey123-ს, Mergin Maps-ს და სხვებს.
მიწისზედა სკანირება სანტიმეტრის სიზუსტით.
RX2 მხარს უჭერს მაღალი სიზუსტის მიწისზედა სკანირებას — უბრალოდ დაამაგრეთ ის სახელურზე და დაუკავშირეთ სკანირების აპლიკაციას, მაგალითად PIX4Dcatch-ს ან 3Dsurvey-ს.
შექმენით ზუსტი 3D მოდელები ვერტიკალური ზედაპირებისა და რთულად მისადგომი უბნებისათვის — საინჟინრო ქსელების ასახვისათვის, მოცულობების გამოთვლისათვის და საშემსრულებელი დოკუმენტაციისთვის.


ახალი თაობის დახრის სენსორი
მაღალი სიზუსტე ყველაზე რთულ პირობებშიც
სანტიმეტრული სიზუსტე.
უბრალოდ დააკვშირეთ RX2-ი CORS ქსელთან, რათა მიიღოთ კორექციები და განსაზღვროთ ზუსტი მდებარეობა RTK რეჟიმში.
სრულდიაპაზონიანი როვერი
მოწყობილობა აკვირდება GPS, GLONASS, Galileo, Beidou, QZSS და NavIC ყველა სიხშირეს და უზრუნველყოფს სწრაფ და სტაბილურ მუშაობას უღრან ტყეში და შენობებთან ახლოს.

შექმნილია საველე პირობებისათვის.
🪶კომპაქტური და მსუბუქი
RX2-ს წონა სულ 280 გრამია და მარტივად ეტევა ჯიბეში ან საჭესთან არსებულ საბარგულში.
🔋ავტონომიური მუშაობა 18 საათამდე
ერთი დამუხტვით მუშაობს ორ სრულ სამუშაო დღეს, მარტივად იტენება USB-C-ით.
🌧️ამინდისადმი მდგრადი
წვიმა, თოვლი თუ მზე — RX2 ყველაფერისთვის მზადაა.

დაგვიკავშირდით
+995 599 57 19 17
geotimege@gmail.com