
ფასი დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე
საყრდენი გეოდეზიური ქსელი — დედამიწის ზედაპირზე გარკვეული წესით შერჩეული და დამაგრებული პუნქტების ქსელი, რომელთა მდებარეობა განსაზღვრულია მათთვის საერთო საკოორდინატო სისტემაში. განასხვავებენ გლობალურ და ლოკალურ, გეგმურ,სასიმაღლო და გრავიმეტრიულ საყრდენ გეოდეზიურ ქსელებს. გეგმური ქსელების შექმნის მეთოდებია ტრიანგულაცია, ტრილატერაცია, პოლიგონომეტრია (ამ მეთოდების გამოყენბა თანამედროვე დროში თითქმის აღარ ხდება). თანამედროვე მეთოდები დამყარებული კოსმოსური გეოდეზიის საფუძვლებზე გეოდეზიური სატელეტიბის გამოყენებით. სასიმაღლო ქსელების შექმნის მეთოდებია მაღალი კლასი ნიველობა და გრავიმეტრიული დაკვირვებები. საყრდენი გეოდზიური ქსელების გამოიყენება ხდება სამეცნიერო და ტექნიკურ-სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტაში, ასტრონომიაში, გრავიმეტრიაში, გეოდინამიკაში, კარტოგრაფიაში, ტოპოგრაფიაში და ა.შ.